10 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 812 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 764 პირი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 72 073 ტესტი.
"დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 10.84%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის განმავლობაში 9.55%-ს. 7 დღეში ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარდა 72 073 ტესტი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
ასევე წაიკითხეთ:
27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა