უკრაინის უმაღლესმა რადამ ირინა ვენედიქტოვა უკრაინის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის წევრმა დავით არახამიამ Telegram-ზე გააკეთა.
„უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ირინა ვენედიქტოვას უკრაინის გენერალური პროკურორის უფლებამოსილების შეწყვეტას“, - წერს არახამია.
ამასთან, უკრაინის უმაღლესმა რადამ ივან ბაკანოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლა.