ამერიკის საელჩო: ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის

ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი წალენჯიხაში იმყოფება. ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტენდენციების შესახებ მოესმინა. აშშ-ის ელჩის ვიზიტის შესახებ ამერიკის საელჩო იტყობინება. 

„ციფრულ ერაში ინფორმაციის მიღებისას დაფიქრება გვმართებს. ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია საყვარელი იარაღია მავნე აქტორთათვის, რომლებიც დაბნეულობისა და უნდობლობის დათესვას ცდილობენ. საელჩოს მრავალი წლის პარტნიორ მედია განვითარების ფონდთან ერთად საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებს მედია წიგნიერებით ვაძლიერებთ . წალენჯიხაში ელჩი დეგნანი პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა, რომ მათგან მედია წიგნიერების უახლესი ტენდენციების შესახებ მოესმინა“, - წერია ინფორმაციაში.