ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო

უკრაინელი ხალხის სახელით, რუსეთის დაუნდობელი აგრესიის წინააღმდეგ და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ოლენა ზელენსკამ ადამიანის უფლებების ჯილდო მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია კომუნიზმის მსხვერპლთა ამერიკული მემორიალური ფონდის (VOC) Twitter გვერდზე განთავსდა.

VOC არის საგანმანათლებლო, კვლევითი და ადამიანის უფლებათა არაკომერციული ორგანიზაციააა, რომელიც 1993 წელს აშშ-ის კონგრესის აქტის საფუძველზე დაფუძნდა.


ცნობისთვის, უკრაინის პირველი ლედი აშშ-ში იმყოფება ჯილ ბაიდენის მიწვევით. ოლენა ზელენსკა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ვაშინგტონში შეხვდა.

„უკვე შევხვდი სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მისი პოზიციაა, ვციტირებ - „სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინა გაცილებით დიდხანს იარსებებს, ვიდრე პუტინი", უცვლელი რჩება“, - წერდა ოლენა ზელენსკა Facebook-ზე. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ოლენა ზელენსკა 20 ივლისს აშშ-ის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვა.