ეს არის გადატრიალების მცდელობა, – ასე ეხმიანება კონგრესმენი ადამ კინზინგერი ვაშინგტონში განვიტარებულ მოვლებეს. ამის შესახებ მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
როგორც CNN წერს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები სენატის სხდომის დარბაზშიც შეიჭრნენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების შეჩერებას ცდილობენ.
აშშ-ის კონგრესს დღეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კონგრესში შეჭრის გამო სხდომა შეჩერებულია. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.