ჯოზეფ ბორელი: მსოფლიოს თვალში დღეს ამერიკული დემოკრატია ალყაშია

"მსოფლიოს თვალში დღეს ამერიკული დემოკრატია ალყაშია", – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს, რომ კაპიტოლიმში შეჭრა არის არნახული შეტევა აშშ-ის დემოკრატიაზე, მისი ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ.

ჟოზეფ ბორელი ასევე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შედეგებს ყველამ პატივი უნდა სცეს.

„მსოფლიოს თვალში ამერიკული დემოკრატია დღეს ალყაშია მოქცეული. არის არნახული შეტევა აშშ-ის დემოკრატიაზე, მისი ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ. ეს არ არის ამერიკა. 3 ნოემბრის არჩევნების შედეგები სრულად უნდა იქნას დაცული. მე მივესალმები არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს. აშშ-ის დემოკრატიის სიძლიერე ექსტრემისტ ინდივიდებზე გაიმარჯვებს”, – აცხადებს ბორელი.