ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს - ამერიკის საელჩო

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ზუგდიდში მოსამართლეებს შეხვდა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა ეფექტიანი და სანდო სასამართლოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის საკითხი განიხილეს. 

„რა უწყობს ხელს მშვიდობას, სტაბილურობასა და თანაზიარ კეთილდღეობას? - კანონის უზენაესობა და სასამართლო დამოუკიდებლობა. ელჩმა დეგნანმა და ზუგდიდის მოსამართლეებმა განიხილეს საელჩოს მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, ააშენოს ეფექტიანი და სანდო სასამართლო ისეთი პროგრამების მეშვეობით, როგორიცაა მენტორობა და სასწავლო კურსები. აშშ-ის ერთგულება საქართველოს განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი კვლავაც მტკიცეა“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

ამასთან, ამერიკის საელჩოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოფიციალური ვიზიტით წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ეწვია. კელი დეგნანის თქმით, ამერიკის საელჩო მზადაა, ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ხალხის საკეთილდღეოდ. მხარეებმა დაათვალიერეს პროექტები, რომელიც ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, კელი დეგნანი ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლაშიც იმყოფებოდა და სტუდენტებს გაესაუბრა.