ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერის თქმით, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების მიმართულებით.
ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს არა ვაჭრობის საგანი, არამედ, პროცესია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. მისივე თქმით, საქართველოს გაწევრიანება კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზეა დამოკიდებული. მაკალისტერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა იმსაუხურებს, იცხოვროს დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში. მე მინდა გითხრათ, რომ წინა თვეში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახლდათ მართლაც და ისტორიული გადაწყვეტილება.
ეს გახლავთ აღიარება, რომ ევროპის პარლამენტი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, რომ საქართველო დაუახლოოს ევროპულ კავშირს, რამეთუ ევროპის კავშირის ოჯახის წევრია. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისათვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პრიორიტეტები ძალიან მკაფიოდ არის გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი მოგვცა იმ ფაქტმა, რომ ძალიან სერიოზულად მიმდინარეობს მუშაობა 12 პუნქტიან გეგმაზე. როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, სამოქალაქო ორგანიზაციებმაც წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ეს ასახავს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.