მარია ზახაროვა: აშშ ვეღარასდროს ეტყვის მსოფლიოს, რომ დემოკრატიის მაგალითია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს ამერიკელი ჟურნალისტის პოსტით გამოეხმაურა.

მარია ზახაროვამ Facebook-ის გვერდზე CNN-ის მოსკოვის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ჯილ დოგერტის პოსტი გამოაქვეყნა: „აშშ ვეღარასდროს ეტყვის მსოფლიოს, რომ დემოკრატიის მაგალითია.“

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა.