„ასტა ლა ვისტა, ბეიბი“, - ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პარლამენტში ბოლო გამოსვლა „ტერმინატორის“ ციტატით დაასრულა.
„ჩვენ დავეხმარეთ, მე დავეხმარე ამ ქვეყანას პანდემიის დროს და დავეხმარე სხვა ქვეყნის გადარჩენაში ბარბაროსობისგან. ვფიქრობ, ეს საკმარისია. გულწრფელად რომ ვთქვა, მისია დიდწილად შესრულებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და ვუთხრა: „ასტა ლა ვისტა, ბეიბი“ , - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ჯონსონმა მომავალ პრემიერ-მინისტრს რჩევა მისცა.
დარჩით ახლოს შეერთებულ შტატებთან, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, შეამცირეთ გადასახადები, არ მისცეთ უფლება ფინანსთა სამინისტროს, შეზღუდოს ამბიციური პროექტები და ყურადღება მიაქციეთ ამომრჩეველს. დაიმახსოვრე, უპირველეს ყოვლისა, ტვიტერი კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ხალხი, რომელმაც აქ მოგვავლინა.