ევროკომისიის პრეზიდენტი: "ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო"

"ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო", – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მან განცხადება Twitter-ში გამოაქვეყნა.

ევროკომიისიის პრეზიდნტის თქმით, ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა.

„მჯერა აშშ-ის ინსტიტუტების და დემოკრატიის სიმტკიცის. ცენტრალური საკითხი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. ჯო ბაიდენმა არჩევნები მოიგო. მოუთმენლად ველოდები შესაძლებლობას, რომ ვიმუშაო მასთან, როგორც აშშ-ის შემდეგ პრეზიდენტთან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.