„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდა“, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა გკითხოთ იმ განცხადებებზე, რომლებიც ისმის საქართველოში. საუბარია, რომ უსამართლო სანქციები დაწესდა კონკრეტული მოსამართლის [ლაშა ჩხიკვაძე] მიმართ, რომელიც თავის მხრივ, მოსამართლემაც დაადასტურა. ამ საკითხმა გაურკვევლობა გამოიწვია საქართველოში. ნამდვილად დაუწესდა თუ არა სანქცია ამ მოსამართლეს, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ საკითხზე? ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ქართველმა ჟურნალისტმა.
„არ ჩავერთვებოდი ამ საკითხზე საუბარში. ამ კონკრეტულ საქმეს ახლა არ ვიცნობ, თუმცა თუ რამე კონკრეტული შეგვიძლია, მოგვიანებით შემოგთავაზოთ. უფრო ფართოდ რომ განვიხილოთ, როგორც აღვნიშნე, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და საქართველოს დემოკრატიის მშენებლობის ძალისხმევას მრავალი წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან.
დემოკრატიის მშენებლობა არასოდეს დასრულებულა. ეს ასეა ამ ქვეყანაში ისევე, როგორც სხვაგან, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ შეგვესრულებინა ჩვენი წვლილი შეგვექმნა და განემტკიცებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, ინსტიტუტები, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას, სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებთან ერთად.
დემოკრატიის მშენებლობა არასდროს სრულდება - როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ჩვენ შევეცადეთ, ჩვენი წვლილი შეგვეტანა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და განმტკიცებაში - ინსტიტუტების, რომლებიც მხარს უჭერენ კანონის უზენაესობას და სხვა ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს. ჩვენ გამოვყავით თითქმის 6 მილიარდი დოლარი დახმარების სახით საქართველოსთვის, მათ შორის, სწორედ ამ მიზნებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ უსაფრთხოების სექტორში. ჩვენ გავაგზავნეთ 1 000 ადამიანი შეერთებულ შტატებში კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლის პროგრამის ფარგლებში და ხელი შევუწყვეთ ეკონომიკურ ზრდას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიულ მმართველობას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ინიციატივას. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, ამასთან დაკავშირებით, დაგიბრუნდებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.