კრემლის საინფორმაციო სააგენტო Sputnik News-ი საფრანგეთში ლიკვიდაციის პროცესშია. საინფორმაციო სააგენტოს ფინანსური მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ევროკავშირმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსული სახელმწიფო მედია აკრძალა. ამის შესახებ Le Figaro წერს.
მედიასაშუალების ლიკვიდაცია სასამართლომ 4 მაისს დაადგინა და შესაძლოა 2024 წლამდე გაგრძელდეს, თქვა ვლადიმერ მოროზოვმა, რომელიც Sputnik News-ს საფრანგეთში ხელმძღვანელობდა.
Sputnik News-ის ეკონომიკური მოდელი, ონლაინ მედიასაშუალება 2014 წელს შეიქმნა. მედიასაშუალება მთლიანად ეყრდნობოდა კრემლთან დაკავშირებულ Rossiya Segodnya, რომელიც მას სიუჟეტებსა და ანგარიშებს უკვეთავდა, ამის შესახებ სასამართლოს მიერ დანიშნულმა ლიკვიდატორმა კრისტოფ ბასემ განაცხადა.
ევროპული სანქციების დაწესების შემდეგ, Rossiya Segodnya-მ კონტრაქტი აპრილში შეწყვიტა. სასამართლო პროცესის შემდეგ კი Sputnik-ის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო.