აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ჩვენ გადავწყვიტეთ, სხდომა დღესვე გავაგრძელოთ

ჩვენ გადავწყვიტეთ, სხდომა დღესვე გავაგრძელოთ, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კოლეგებისადმი გაგზავნილ წერილში პელოსი აღნიშნავს, რომ კონგრესის ლიდერებმა ერთობლივი სხდომის განახლება დღეს საღამოს გადაწყვიტეს, რათა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცონ, როდესაც კაპიტოლიუმის შენობა სრულად უსაფრთხო იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონში კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ, კაპიტოლიუმის შენობის წინ მომიტინგეთა რაოდენობა შემცირდა. მანამდე კი, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები აშშ-ის კონგრესის შენობის დასავლეთ ნაწილიდან გამოიყვანეს.