Twitter-ის ადმინისტრაციამ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათით დაბლოკა. აღნიშულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
Twitter-ის ადმინისტრაციის განმარტებით, დონალდ ტრამპის ანგარიში სამოქალაქო ერთიანობის პოლიტიკის განმეორებითი დარღვევების გამო დაიბლოკა.
„ჩვენ მოვითხოვეთ დონალდ ტრამპის სამი „ტვიტის“ წაშლა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ანგარიში 12 საათის განმავლობაში დაბლოკილი იქნება. თუ აღნიშნული ტვიტები არ წაიშლება, ტრამპის ანგარიში დაბლოკილი დარჩება“, – განაცხადა Twitter-ის ადამინისტრაციამ