"ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ" - აცხადებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში უმცროსი და ის სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმას გმობს. ინფორმაციას Npr.org ავრცელებს.
„ასე არჩევნების შედეგებზე ბანანის რესპუბლიკებში დავობენ. შეშფოთებული ვარ ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის უპასუხისმგებლობით და იმ უპატივცემულობით, რომელიც დღეს ჩვენი ინსტიტუტების, ტრადიციებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გამოხატეს,“- აცხადებს უმცროსი ბუში.