ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

ევროკავშირის ქვეყნებმა სანქციების ახალი პაკეტი შეათანხმეს, რომელშიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი შეზღდვები შევიდა. მათ შორის აიკრძალა რუსული ოქროს იმპორტი. ამის შესახებ Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაწერა.

„ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოიჩინეს ძალისხმევა და კრემლის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები გაახანგრძლივეს. ეს მოსკოვს უგზავნის ძლიერ სიგნალს, რომ ჩვენ განვაგრძობთ მაღალ ზეწოლად, იქამდე ვიდრე ეს საჭირო იქნება“, - წერს სოციალურ ქსელში ევროკომისიის პრეზიდენტი.

ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე SWIFT სისტემიდან გაითიშა.

ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.