ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მიიღეს. რომლის თანახმადაც რუსეთიდან ოქროს და საიუველირო ნაწარმის იმპორტი იკრძალება. ახალი სანქციები ძალაში 2022 წლის 21 ივლისს შევა, მას შემდეგ რაც ევროკომისიის ბიულეტენში გამოქვეყნდება.
ახალი პაკეტი რამდენიმე რუსი მაღალჩინოსნის და ორგანიზაციის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება ყველას, ვინც სანქცირებას დაექვემდებარა. ამასთან ევროკავშირის ქვეყნებმა „სბერბანკის“ აქტივების გაყინვის გადაწყვეტილებაც მიიღეს, რომელიც მანამდე SWIFT სისტემიდან გაითიშა.
ევროკავშირის ახალი სანქციები სრულად თავსებადია G7-ის ქვეყნების გადაწყვეტილებასთან, რომლებიც მანამდე რუსული ოქროს ემბარგოზე შეთანხმდნენ.