ევროკავშირი რუსეთის უმსხვილესი „სბერბანკის“ წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. „სბერბანკთან“ დაკავშირებული სანქცია ითვალისწინებს აქტივების სრულ გაყინვას.
- ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა
- WSJ: აშშ-ს ახალი სანქციების პაკეტში რუსული „სბერბანკი“ მოხვდა
- Financial Times: ევროკავშირი სანქცირებულთა სიაში „სბერბანკის“ ხელმძღვანელსა და „ალუმინის ოლიგარქს“ ამატებს
უკვე ცნობილია, რომ უმსხვილესი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს.
გამოცემა წერს, რომ ახალი ინიციატივა, დამტკიცების შემთხვევაში 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, რადგან ევროკავშირის სანქციებს ყველა წევრის მხარდაჭერა სჭირდება და შესაძლოა ინიციატივის დეტალები, მის დამტკიცებამდე კიდევ შეიცვალოს.
წყაროების ცნობით, გუშინ ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე დაისვა საკითხი, რომ ოქროს ემბარგო, რუსულ საიუველირო ნაწარმზეც გავრცელდეს.
„სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.