აშშ-ის კონგრესში სხდომა განახლდა

მასობრივი არეულობების შემდეგ აშშ-ის კონგრესმა არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურა განაახლა. ინფორმაციას NewYorkTimes-ი ავრცელებს.

სხდომა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა, რომელმაც პრეზიდენტ ტრამპს არჩევნების შედეგების გადახედვაზე უარი უთხრა.

ვიცე-პრეზიდენტმა კაპიტოლიუმზე თავდასხმა დაგმო და 6 იანვარს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ბნელი დღე უწოდა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია. მოდით მუშაობა გავაგრძელოთ,“-განაცხადა პენსმა.