ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ სმადაში 25 წლის კაცი, საკუთარი სახლის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.
ამ ეტაპზე, რა გახდა ახალგაზრდა კაცის სიკვდილის მიზეზი, უცნობია. როგორც ცნობილია, პოლიციამ ოჯახიდან გარდაცვლილის პირადი ტექნიკა წაიღო. ამასთან, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.
შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.