უკრაინა მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ სიახლეებს თურქეთისგან პარასკევს ელის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ხვალ ასევე ველით სიახლეებს თურქეთიდან - ჩვენი პორტების განბლოკვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თურქეთი აცხადებს, რომ რუსეთთან შეთანხმება მიღწეულია, რათა უკრაინამ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი განაახლოს. BBC-ის ცნობით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხვალ სტამბოლში მოაწერენ ხელს.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის დეფიციტმა მილიონობით ადამიანი შიმშილის საფრთხის წინაშე დატოვა. შეჭრის შედეგად საკვების ფასები გაიზარდა, ამიტომ უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ შეთანხმება გადამწყვეტია. დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული ოდესაშია ჩარჩენილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმა გაეროს შუამავლობით მიღწულ შეთანხმებას, მაგრამ განაცხადა, რომ ორიენტირებულია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
გაერო და თურქეთი მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.