გერმანიის საელჩო ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„თუ შეიძლება ერთი რამ ვისურვო, არის ის, რომ საქართველო და ევროპა არასოდეს დაშორდნენ ერთმანეთს. არავის მისცეთ ამის უფლება! ჩვენი პარტნიორობა ფუნდამენტურია და კარგი იქნებოდა, რომ ჩვენ, ყველამ ერთად სიმტკიცე გამოვიჩინოთ მის შესანარჩუნებლად. საყვედურებსა და პოლემიკას აქ არ უნდა ჰქონდეს ადგილი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.