ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.
საქართველოში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 695. გარდაიცვალა 2 694 კოვიდინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმშია 484, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 901. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 765 მოქალაქე.