275 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე 856 კოვიდინფიცირებული მძიმე პაციენტია.

მათ შორის, თბილისში - 359, აჭარაში - 87, იმერეთში - 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში - 180, აჭარაში - 13, იმერეთში - 31.

742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 - თბილისში, 455 - აჭარაში, 24 - იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 159, აჭარაში - 47, ხოლო იმერეთში - 64.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 290 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 084 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 14 404 პირი, აჭარაში - 2 052, იმერეთში - 2 473“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 612 ადამიანს დაუდასტურდა, 419 კი გამოჯანმრთელდა.

ვირუსის გავრცელებიდან საქართველოში კორონავირუსის 235 491 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 223 695. გარდაიცვალა 2 694 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 484, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 901. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 765 მოქალაქე.