აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენის მიმართ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას გაუსვა ხაზი.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს გლობალური სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის მოგვარების მცდელობებზე.
გარდა ამისა, ბლინკენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო და ხაზი გაუსვა აშშ-ის მუდმივ ყურადღებას რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად.
როგორც ცნობილია, 22 ივლისს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ უკრაინისთვის ახალი $270 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 8,2 მილიარდი დოლარია.