ირანის სამხრეთ ნაწილში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანის სამხრეთ ნაწილში, ფარსის პროვინციაში წყალდიდობას მინიმუმ 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე 13 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

ამასთან, სტიქიის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაშავდა.