საფრანგეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში მომხდარ ძალადობას გმობს და ამერიკულ დემოკრატიას მხარდაჭერას უცხადებს.
„ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, არაამერიკულია, მაგრამ გვჯერა ჩვენი ქვეყნების დემოკრატიის. ჩვენ გვჯერა ამერიკული დემოკრატიის სიძლიერის”, - აცხადებს ემანუელ მაკრონი ვიდეო მიმართვაში, რომელიც მისი Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.