ვარკეთილში, რომანოზ ხომლელის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
სავარაუდოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ავტომობილი ექსპერტ-კრიმინალისტებს ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.
როგორც ცნობილია, ავტომანქანას ჩამტვრეული აქვს შუშები და ტერიტორიაზე არის სისხლის კვალი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
Europetime-ს შშს-ში განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.