რუსეთიდან იმპორტის პოტენციური შემცირების ფონზე, ევროკავშირი ნიგერიიდან თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე მეთიუ ბოლდუინმა ნიგერიაში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ამ კვირაში აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
„ევროკავშირს თხევადი ბუნებრივი აირის 14%-ს ნიგერიიდან შემოაქვს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ იმპორტი გაორმაგდეს“, - განუცხადა ბოლდუინმა Reuters-ს.
ნიგერიაში ნავთობისა და გაზის წარმოებას გაზსადენებზე ქურდობა და ვანდალიზმი აფერხებს, რაც იწვევს იმას, რომ გაზის მწარმოებელმა Nigeria LNG Ltd-ის Bonnie Island-ის ტერმინალმა 60%-იანი სიმძლავრით იმუშაოს. თუმცა გაზსადენებზე მილსადენზე უსაფრთხოების გაძლიერებას გეგმავს.
გასულ წელს, ნიგერიამ ევროკავშირში 23 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. მაგრამ ადრე ეს მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო. ბოლდუინის თქმით, ევროკავშირმა ნიგერიიდან 36 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი გაზი იყიდა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს გააორმაგებს. 18 ივნისს, ევროკომისიამ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაორმაგების შესახებ 2027 წლისთვის, რაც წელიწადში სულ მცირე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას გულისხმობს.