უკრაინამ ისეთ მასშტაბურ მხარდაჭერას მიაღწია, რომელსაც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. კერძოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევმა მნიშვნელოვან სამიტს უმასპინძლა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, წელს გამართულ სამიტზე უფრო მეტი მონაწილე შეიკრიბა.
მან გააერთიანა კიევი ვარშავასთან, ბრიუსელთან, ლონდონთან, ვაშინგტონთან, გააერთიანა წამყვანი პოლიტიკოსები, სხვა ქვეყნების საზოგადო მოღვაწეები და უკრაინელი ჯარისკაცები, ბიზნესის, სპორტის, მედიის წარმომადგენლები.
„უკრაინის პირველი ლედის ინიციატივამ ტრადიციული ხასიათი შეიძინა. ეს ინიციატივა უნიკალურია მსოფლიო საზოგადოებისთვის. ყველა აცნობიერებს რბილი ძალის პოტენციალს. ამ თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ჩვენ მივაღწიეთ უკრაინის ისეთ მასშტაბურ და დიპლომატიური მხარდაჭერას, რომელსაც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც ცნობილია, უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით, 23 ივლისს კიევში სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტი გაიმართა.