საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის, მეორე ქვეითი ბრიგადის, 21-ე ჯავშანსატანკო ბატალიონის, მოტორიზებული ასეულის ათეულის დონის მომზადება-შეფასებაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა.
თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გეგმიური საველე წვრთნები ორი კვირის განმავლობაში ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარეობდა. პირველი კვირა საბრძოლო ტექნიკით ეკიპაჟებისა და დესანტის საცეცხლე მომზადებას ითვალისწინებდა.
„მეორე კვირა ტაქტიკურ სწავლებას დაეთმო, რაც საბრძოლო სროლებით დასრულდა. მხარდამჭერ ელემენტებს 82 და 120 მმ ნაღმტყორცნები და საინჟინრო ჯგუფები წარმოადგენდა. წვრთნების მიზანი საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, ჯავშანტექნიკის, ეკიპაჟებისა და დესანტის შერწყმა, ასევე, მხარდამჭერ ქვედანაყოფებთან კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
წვრთნების დასკვნით ფაზას საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და მეორე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.