ვაშინგტონში არეულობის დროს მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია. ის შეიარაღებული ძალების ვეტერანი, ქალაქ სან-დიეგოს მკვიდრი ეშლი ბებიტია.
ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ეშლი ბებიტის მეუღლის განცხადებით, ის შეიარაღებულ ძალებში 14 წლის განმავლობაში მსახურობდა და უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი იყო. ბებიტი პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მხარდამჭერი იყო.