აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი აშშ-ის პრეზიდენტად და ვიცე-პრეზიდენტად საბოლოოდ დაამტკიცა.
ამის შესახებ ინფორმაცია BBC ავრცელებს
კონგრესმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვების აღიარებას კენჭი დღეს უყარა და 306 ხმით 232-ის წინააღმდეგ ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად აღიარა.
ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, კონგრესის სხდომაზე დონალდ ტრამპმა 232 ხმა მიიღო, ბაიდენმა - 306.
სხდომა 6 იანვარს, დღისით დაიწყო, თუმცა კაპიტოლიუმის შენობაში ტრამპის მომხრეების შეჭრის გამო ვეღარ გაგრძელდა. კაპიტოლიუმში შეჭრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შეტაკების შემდეგ კონგრესმა სხდომა დღეს ისევ განაახლა
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.