"ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს და და დამცირებას". ასე ეხმიანება აშშ-ის კონგრესში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ისტორია მოქმედი პრეზიდენტის მიერ კაპიტოლიუმში წაქეზებულ ძალადობას, რომელიც უსაფუძვლოდ იტყუებოდა კანონიერი არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სამართლიანად დაიმახსოვრებს როგორც ჩვენი ერის დიდ სირცხვილს და და დამცირებას“, – წერს აშშ-ის რიგით 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა.