ბილ კლინტონი: დღეს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციაზე და ქვეყანაზე

"დღეს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციაზე და ქვეყანაზე" - ასე გამოეხმაურა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„დღეს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო თავდასხმა კაპიტოლიუმზე, კონსიტუციასა და ქვეყანაზე. თავდასხმა განპირობებული იყო ოთხზე მეტწლიანი მომწამვლელი პოლიტიკით და მიზანმიმართული დეზინფორმაციით, რომელიც ჩვენი სისტემის მიმართ უნდობლობას თესავდა და ამერიკის მოქალაქეებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობდა“, – აღნიშნულია ბილ კლინტონის განცხადებაში, რომელიც მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.