უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური გრიგორი გალაგანი გაათავისუფლა და მის ნაცვლად ვიქტორ ხორენკო დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„გათავისუფლდეს გრიგორი ანატოლიოვიჩ გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - აღნიშნულია ბრძანებაში. მედიის ცნობით, სხვა განკარგულებით, ზელენსკიმ ხორენკო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დანიშნა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად დაინიშნოს ვიქტორ ალექსანდროვიჩ ხორენკო", - ნათქვამია განკარგულებაში.
25 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ცნობებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს რუსულ ძალებს ხარკოვის ფრონტზე, მაგრამ ზოგიერთმა რუსულმა ქვედანაყოფმა ვუჰლეჰირსკის თბოელექტროსადგურთან (TPP) გარკვეულ წარმატებას მიაღწია.
ცნობისთვის, გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურად 2020 წლის 25 აგვისტოს დაინიშნა.