არქიმანდიტი გიორგი გურჩიანი: საშობაო ეპისტოლე ტექნიკური ხარვეზის მიზეზით დაგვიანდა

არქიმანდრიტ გიორგი გურჩიანის ინფორმაციით, საშობაო ეპისტოლეს გამოქვეყნების დაგვიანების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი გახდა.

როგორც ჟურნალისტებს არქიმანდიტმა განუცხადა საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება.

ჟურნალისტების კითხვაზე შობის ღამეს დაცული იყო თუ არა პანდემიოლოგთა რეკომენდაციები არქიმანდრიტმა განაცხადა, რომ ეკლესია სულის ცხონებაზე ზრუნავს და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე კი ხელისუფლება

„ყველაზე მეტად ეკლესია არის დაინტერესებული იმით, რომ ერი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელი იყოს. ჩვენ ვიცავთ ყველაფერს შეძლებისდაგვარად",- განაცხადა არქიმანდრიტმა გიორგი გურჩიანმა.

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ტრადიციული, საშობაო ეპისტოლე საპატრიარქოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

საშობაო ღამისთევის მსახურების დასაწყისში, იმ დროს, როცა ჩვეულებრივ არქიდიაკონი პატრიარქის ეპისტოლეს კითხულობს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება წაიკითხა.

საშობაო ეპისტოლის გამოქვეყნების დაყოვნების მსგავს პრეცედენტს ვერ იხსენებენ საეკლესიო მიმომხილველები.