პატრიარქის ექიმი: შორენა თეთრუაშვილი ინფიცირებულის კონტაქტია და არა ინფიცირებული, ველოდებით ტესტის პასუხს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის პირადი ექიმის ცისანა შარტავას ცნობით, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

როგორც პატრიარქის ექიმმა Europetime-ს განუმარტა, შორენა თეთრუაშვილი ერთ-ერთი კოვიდინფიცირებულის კონტაქტი აღმოჩნდა. იზოლაციაში უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს, მხოლოდ იმიტომ, რომ კონტაქტი იყო.

„კორონავირუსის სიმპტომები არ აქვს. ერთ-ერთ ადამიანს დაუდასტურდა ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა. სწორედ ამიტომ ტესტი აუღეს და პასუხს ველოდებით. პატრიარქისთვის ტესტი დღეს არ აუღიათ. ამის საჭიროება არ დამდგარა. ღმერთმა დაგვიფაროს! ველოდებით პატრიარქის მდივან-რეფერენტის ტესტის პასუხს. დღეს ღამით, ან ხვალ დილით იქნება“, - განუცხადა europetime-ს კათალიკოს-პატრიარქის პირადმა ექიმმა.