გიორგი გახარია კაპიტოლიუმში შეჭრაზე: სახელმწიფო დაწესებულებებზე შეტევის მიტანა მიუღებელია, რაც მოხდა შემაშფოთებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ში კაპიტოლიუმში, დონალდ ტრამპის მომხრეების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს

როგორც საქართველოს პრემიერ „twitter“ წერს, კაპიტოლ ჰილზე ძალადობის კადრები შემაშფოთებელია.

„საქართველო სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. გვჯერა შეერთებული შტატების დემოკრატიის ძალის და დარწმუნებულნი ვართ, რომ საბოლოო ჯამში დემოკრატიული ინსტიტუტები გაიმარჯვებენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.