დაძაბულობის ფონზე, იაირ ლაპიდი ამბობს, რომ ისრაელი ყოველთვის ღიაა რუსეთთან დიალოგისთვის

რუსეთში ებრაული სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვისა და იერუსალიმის ურთიერთობები „მემკვიდრეობას, უწყვეტ კავშირსა და ორმხრივ ინტერესებს ეფუძნება. ინფორმაციას

ლაპიდის ოფისში აცხადებენ, რომ ისრაელის ლიდერმა კომენტარი კრემლის პრესსპიკერის, განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის თანახმად, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ებრაულ სააგენტოსთან დაკავშირებით ვითარება არ უნდა იყოს პოლიტიზებული.

გასულ კვირას, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ებრაული სააგენტოს საქმიანობის „დაშლის“ შესახებ ოფიციალურად მოუწოდა, მიზეზად კი, ორგანიზაციის მიერ „ადგილობრივი კანონების დარღვევა“ დაასახელა. თუმცა Timesofisrael-ის ცნობით, ისრაელი თვლის, რომ ეს ნაბიჯები არა სამართლებრივ საკითხებს, არამედ, უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსკოვის მიერ იერუსალიმის წინააღმდეგ შურისძიებას უკავშირდება. 

„პრემიერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირები მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ებრაული თემის საქმიანობა რუსეთში მნიშვნელოვანია და ის მონაწილეობს ყველა დიპლომატიურ დისკუსიაში მოსკოვის ადმინისტრაციასთან“, - ნათქვამი იყო პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ამასთან, მისივე შეფასებით, „ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კავშირებზე“. ლაპიდის განმარტებით, დელეგაცია მზად იქნება მოსკოვში წასასვლელად, როგორც კი „მოლაპარაკებებზე რუსეთის თანხმობას მიიღებს“.

ინფორმაციისთვის, ებრაულ სააგენტოს, რომელიც ისრაელის მთავრობის არაოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, ისრაელში იმიგრაციის ზედამხედველობა და წახალისება ევალება. ისრაელში ემიგრაციის მსურველებმა განაცხადები სწორედ ებრაული სააგენტოს მეშვეობით უნდა წარადგინონ. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.