„ყველაზე საშინელი თვეები ჩემსა და ყველა უკრაინელის ცხოვრებაში“, - ამ სიტყვებით აღწერს რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა Vogue-თან ინტერვიუში.
ოლენა ზელენსკამ ინტერვიუს დროს ხაზი გაუსვა, რომ თანამემამულე უკრაინელების მიერ არის შთაგონებული.
„ჩვენ მოუთმენლად ველით გამარჯვებას. ეჭვი არ გვეპარება, რომ გავიმარჯვებთ. ეს არის ის, რაც გამძლეობას გვმატებს“, - ამბობს უკრაინის პირველი ლედი.
სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის პირველი ლედი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდა და პრეზიდენტ ბაიდენს, პირველ ლედის და სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს შეხვდა. მიმართა კონგრესს და განუცხადა დეპუტატთა ორპარტიულ ჯგუფს, რომ საუბრობდა როგორც დედა და ქალიშვილი და არამხოლოდ პირველი ლედი. ზელენსკამ რუსული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაღუპული უკრაინელი ბავშვების ფოტოები წარადგინა და ამერიკელ კანონმდებლებს სთხოვა, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდონ.
„ეს არის გზავნილი უფრო გულწრფელი გამოვლინება, რომელსაც მისი ქმარი მთელი ამ ხნის განმავლობაში იმეორებდა: რომ ომი უკრაინაში უფრო მეტს ეხება, ვიდრე უკრაინას - ეს არის ის, თუ ვინ დაიცავს დასავლეთის ღირებულებებს და ომის შემდგომ წესებზე დაფუძნებულ წესრიგს. თუ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, სუვერენულ ქვეყანაში შეიჭრას, რათა თავისი ამბიცია დაიკმაყოფილოს და იმპერია აღდგინოს, სად გაჩერდება ის?”, - აღნიშნულია სტატიაში.