ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში არცერთ პატიმარს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებისთვის ჩატარებული PCR ტესტების ყველა პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ europetime-ს ენიტენციურ დაწესებულებიდან აცნობეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას და ამჯერად N3 პენიტენციური (ბათუმის) დაწესებულების მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ ტესტირება. დაწესებულებაში მყოფი 52 მსჯავრდებულიდან 31-მა გაიარა ტესტირება და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. 21-მა მსჯავრდებულმა PCR ტესტირებაზე უარი განაცხადა, რაზეც შედგა შესაბამისი ოქმები. ცხადია, პატიმრებს ტესტირება ნებაყოფლობით უტარდებათ და თუ რომელიმე მათგანს ამის სურვილი არ აქვს, ძალდატანებით ტესტს ვერავინ ჩაუტარებს.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებულ/ სჯავრდებულების ინტენსიური PCR ტესტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. ამ ეტაპზე ტესტირება ჩატარებულია N11 (არასრულწლოვანთა) და N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულებებში. არასრულწლოვანთა დაწესებულების ყველა ტესტი უარყოფითი იყო, ხოლო ქალთა დაწესებულებაში ჩატარებული 329 ტესტიდან 23 დადასტურდა.

გეგუთის პენიტენციურ დაწესებულებაზე გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში covid-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აშკარა დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს პანიკის გავრცელებას და მსჯავრდებულთა ოჯახების დაშინებას. მოვუწოდებთ მსჯავრდებულების ოჯახებს, არ აყვნენ პანიკას. მედიასაშუალებებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელებისგან.