შვეიცარიის უმსხვილესი ბანკის Credit Suisse-ის აღმასრულებელი დირექტორი თომას გოტშტაინი, თანამდებობას ტოვებს 1-ელი აგვისტოდან მას ულრიხ კიორნერი ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, გოტშტაინის გადადგომის მიზეზი ბანკის დირექტორთა საბჭოს უკმაყოფილება გახდა. მათ განაცხადეს, რომ ბანკის საქმიანობასა და ფინანსური ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაში პროგრესს ვერ ხედავენ.
Credit Suisse-ის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს ბანკის საინვესტიციო განყოფილების ხელმძღვანელმა კრისტიან მაისნერმა.
გამოცემის ცნობით, ტომას გოტშტაინის გადადგომის შესახებ, შესაძლოა, ხვალ გამოაცხადონ. ხვალვე გამოქვეყნდება Credit Suisse-ს კვარტალური ფინანსური ანგარიში.
გოტშტაინი შვეიცარიულ ბანკს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი Credit Suisse-ის გუნდში მაღალ თანამდებობებს წლების განმავლობაში იკავებდა.