მექსიკის პოლიციამ რეკორდული 1,5 ტონა კოკაინი ამოიღო

მექსიკის პოლიციამ კოკაინის რეკორდული - 1,5 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოკაინის ასობით შეკვრითორი დატვირთული ორი სატვირთო მანქანა პოლიციამ ტეპიტოს მიდამოებში გააჩერა.

მეხიკოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა ომარ გარსია ჰარფუხმა ოპერაციას ამოღებული ნარკოტიკების მოცულობის გამო „ისტორიული“ უწოდა. 

მისი თქმით, ნარკოკარტელებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. პოლიციამ ნარკოტრაფიკში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ისინი კოკაინის პარტიის გადატანას კოლუმბიიდან შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით ცდილობდნენ. სატვირთო მანქანებს ოახაკას შტატში უნდა გაევლო და პუერტო ესკონდიდოს პორტში წასულიყვნენ.

ცნობილია, რომ ნარკოტიკები მექსიკიდან შეერთებულ შტატებში ძირითადად სატვირთო მანქანებით ხილით, ბოსტნეულით და სხვა პროდუქტებით ტრანსპორტირდება.