ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის წერილზე: მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის განცხადებას ეხმაურება.

„მიუხედავად იმისა, რომ წერილი, თავისი ფორმატით, ძალიან კომპაქტურია, შინაარსობრივად, ძალიან ბევრი გზავნილის ამოკითხვის საშუალებას იძლევა. ვინც ღია, პირდაპირი და გულწრფელი პოზიციის მოლოდინში იყო, მისი მოლოდინი გამართლდა და განმტკიცდა, ხოლო ვინც დღემდე გარკვეული მანიპულაციების ტყვეობაშია, ალბათ, ამ მხრივ, მისი მოლოდინი გაცუდდა და კიდევ უფრო გაწბილებული და მოწყვლადი გახდა“, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განცხადება 27 ივლისს გაავრცელა.