ირანი რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს გეგმავს. ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ჯავად ოუჯიმ განაცხადა.
„რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ მიღწეული მოლაპარაკებისა და შეთანხმების საფუძველზე, რუსეთთან ერთად ომანსა და პაკისტანში გაზის ექსპორტს ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯავად ოუჯიმ.
მისი თქმით, რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნავთობსაბადოების დამუშავებასა და თხევადი გაზის პროექტების განხორციელებაზე. ასევე იგეგმება ნედლი ნავთობისა და გაზის ექსპორტი.
„მე მჯერა, რომ ირანისა და რუსეთის ერთობლივი ძალისხმევითა და შესაძლებლობებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი ქვეყანა მსოფლიო ენერგოგიგანტია, ბევრს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ“, - განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 19 ივლისს ირანის ნაციონალურმა ნავთობკომპანია NIOC-მა და გაზპრომმა თეირანში სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ბიუჯეტიც $40 მილიარდს შეადგენს.