ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა

28 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის  საკითხები.