28 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლეს პირებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები.