საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან მიწისძვრა მოხდა

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლთან (8კმ.ში) მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 03:48 საათზე დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, ბიძგების სიძლიერემ 4.3 მაგნიტუდა შეადგინა.